ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა ბავშვთა განვითარების ინსტიტუტმა საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა.

ინსტიტუტი, რომელიც 2014 წელს დაარსდა და 4 ცენტრს აერთიანებს. ესენია: სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი; განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი; ბავშვთა ადრეული განვითარების და აუტიზმის ცენტრი.

ცენტრებში შესაბამისი სერვისებით 100-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.

2015 წლის საქმიანობის შეჯამებისას ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ცინცაძემ განმარტა, რომ წლის განმავლობაში ადრეული ჩარევის სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა, რომელიც მომავალში ამ საქმიანობის აკადემიურ საქმიანობას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალი წლის გეგმებში ამ პროგრამის აკრედიტაციის გავლას და რეგიონებში დანერგვას დაეთმობა, რადგან ცინცაძის თქმით, ამის საჭიროება არსებობს.

“ჩემთვის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სივრცეში მუშაობა, პირველ რიგში, სასარგებლო საქმის კეთებასთანაა დაკავშირებული. გასულ წელს ცენტრის სენსორული თერაპიის და ფიზიკური თერაპიის ოთახები აღიჭურვა. ასევე, გაიზარდა თანამშრომლებისა და ბავშვების რაოდენობაც. დავიწყეთ თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადება. ამისთვის სასერთიფიკატო პროგრამა შეიქმნა, რომელიც 60-მა ფსიქოლოგმა და 30-მა ლოგოპედმა გაიარა”, – ამბობს ცინცაძე.

აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო კერესელიძის თქმით, წლის განმავლობაში ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა.

“ამან საშუალება მოგვცა ქცევითი თერაპია დაგვენერგა. დავნერგეთ მუსიკალური თერაპიის გაკვეთილებიც. გარდა ამისა, მაისის თვეში ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგები გაიმართა და მასში მონაწილეობა 15-მა თანამშრომელმა მიიღო”, – ამბობს კერესელიძე და დასძენს, რომ 2016 წელს საქართველოს რამდენიმე რეგიონში პირველადი სკრინინგის შესაძლებლობა იქნება.

დიაგნოსტირებისთვის ყველა თბილისში მოდის და ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მძიმე პროცესია”, – ამბობს აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია – აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა შეფასება და აბილიტაცია; ადრეული განვითარების ხელშეწყობა; სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებში შრომითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა განათლების ყველა საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა.

ინსტიტუტის მისია ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობაა კვლევების გენერირებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

(C) ’17-‘ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s