იტალიაში ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ვიზიტის გამო ცნობილი შიშველი ქანდაკებები დაფარეს.

ირანულ და იტალიურ კომპანიებს შორის გაფორმებული ეკონომიკური შეთანხმებების შემდეგ, რუჰანი და იტალიის პრემიერმინისტრი, მატეო რენცი ერთმანეთს რომის კაპიტოლიუმის მუზემში შეხვდნენ. სწორედ აქ დაიფარა მუყაოს ყუთებით ისტორიული ქანდაკებები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოფიციალურ ვახშამზე არ იყო ღვინო იმ მიზეზით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ალკოჰოლის მოხმარება მკაცრი კანონდებლობით კონტროლდება.

museum1

რუჰანის ევროპის ქვეყნებში ვიზიტი ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ ეკონომიკური კავშირების გამყარებას ემსახურება. მხოლოდ ორშაბათს, 25 იანვარს ირანულ და იტალიურ კომპანიებთან 17 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.

სამშაბათს, 26 იანვარს, რუჰანი პაპ ფრანცისკესაც შეხვდა, რომელმაც ირანს ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სთხოვა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s