სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის საკითხის მედიაში გაშუქების სტანდარტების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილის” ანონსში არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების დროს აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დასახელებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა სუიციდის მედიაში გაშუქების მეთოდები ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) მე–3 და მე–17 მუხლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც აღიარებულია ბავშვთა უფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა ტიპის განვითარებისათვის საზიანო ინფორმაციისგან დაცვის უფლება.

გარდა ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–8 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, იმგვარად, რომ გაშუქების პროცესში შეუძლებელი იყოს გარდაცვლილის იდენტიფიცირება მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს მედიის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და განმარტავს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების ფორმას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რიგ შემთხვევებში მედიამ შეიძლება ხელი შეუწყოს, გაზარდოს სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხების მიმართ და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეხედულებაზე.

“ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს ეხმიანება საერთაშორისო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თვითმკვლელობის შემთხვევების მედიაში გაშუქება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თვითმკვლელობის რისკის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, თვითმკვლელობის შემთხვევების არაეთიკურმა გაშუქებამ, შესაძლოა, ე.წ. გადამდები ეფექტი იქონიოს არასრულწლოვნებში”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი “რუსთავი 2”–ის გადაცემა “პროფილს” მოუწოდებს, თავი შეიკავოს ბავშვთა თვითმკვლელობის ამ ფორმით გაშუქებისგან, გაითვალისწინოს საკითხის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, მისი კომპლექსური ხასიათი და შესაძლო უკუეფექტის ფაქტორი.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s