თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპის შემთხვევების მატებაზე პრევენციული ზომების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღებში გრიპის შემთხვევების ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება.

“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტის გრიპით ავადობა დაფიქსირდება, სააგენტო იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კერძოდ, იმისთვის, რომ შემცირდეს კონტაქტი ინფიცირებულ ბავშვებთან, მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს და მინიმუმ, სამი სამუშაო დღით შეაჩერებს სააღმზრდელო პროცესს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის თბილისის საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლაბორატორიულად H1N1 ვირუსის 11 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ცნობისთვის, H1N1 ვირუსი არაფრით განსხვავდება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით.

H1N1 ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კონტაქტში იყოდასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

ვირუსი არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 C° ტემპერატურაზე.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s