დისნეის პრინცესების შესახებ ადრეული ფილმების მთავარი პერსონაჟები საოცრად გვანან ერთმანეთს: რბილად საუბარი, ჰაეროვანი სილამაზე და თანხმობა, რომ გაუძლონ გაჭირვებას და დამცირებას უკმაყოფილების გამოთქმის გარეშე.

დღეისთვის, დისნეის პრინცესები კი მამაცები, გაბედულები და თავდაჯერებულები არიან. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა ფილმებში მოულოდნელი ტრენდი აღმოაჩინეს: მთავარი როლების შემსრულებელ პერსონაჟებს ნაკლები დიალოგები აქვთ, ვიდრე ეს 1930-იან და 50-იანი წლების ფილმებში იყო. ხოლო, მთავარი როლის შემსრულებელი კაცები უფრო მეტს საუბრობენ.

ლინგვისტები კარმენ ფოთი და კარენ ეიზენჰაუერი ის ადამიანები არიან, რომლებმაც დისნეის 1937-2013 წლებში გადაღებული 12 ფილმი შეისწავლეს. ქალი პერსონაჟების საუბარი 50%-70% მერყეობს ფილმებში – კონკია, მძინარე მზეთუნახავი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა.

მდედრობითი პერსონაჟების დიალოგები 32%-ს აღწევს ფილმში “პატარა ქალთევზები”. ხოლო, ფილმში “მულანი“, სადაც ტიტულოვანი პერსონაჟი ქვეყნის გადასარჩენად სახიფათო მოგზაურობაში მიდის, მდედრობითი სქესის გმირებს დიალოგის 23% აქვთ დათმობილი.

ალადინში” მდედრობითი პერსონაჟების დიალოგი მხოლოდ 10 პროცენტია. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პრინცესა ჟასმინი ფილმში მეორეხარისხოვანია, რადგან ფილმი ქუჩის ბიჭსა და მის მეგობარ “ჯინზეა”.

ანიმაციის “გაყინული”, რომელიც 2013 წლის მეგა ბლოკბასტერი გახდა, მთავარი გმირები, დები მხოლოდ 41%-ს საუბრობენ. გამონაკლისია “რაპუნცელი” და “მამაცი”, სადაც ქალი პერსონაჟების დიალოგები 52% და 74% აღწევს.

“ეს ყველაფერი წინასწარი მონაცემებია, მხოლოდ დიალოგებს მოიცავს და არა სიმღერებს”, – ამბობს კარმენ ფოთი.

მდედრობითი სქესის პერსონაჟების დიალოგები გაცილებით ნაკლებია ვიდრე მამაკაცების დიალოგი – ამის შესახებ წერილი ფილმის კრიტიკოსმა, კევინ ლიიმ New York Times-ში გამოაქვეყნა.

მან აღმოაჩინა, რომ საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში წარდგენილი ადამიანები საშუალოდ 85 წუთი ჩანან ეკრანზე, მაშინ, როდესაც საუკეთესო ქალის ნომინაციაში წარდგენილი ადამიანები – 57 წუთი.

გასულ წელს, კაცი მსახიობების ეკრანზე გამოჩენის მაჩვენებელი (100 წუთი) აღემატებოდა ქალი მსახიობების გამოჩენის მაჩვენებელს (49).

“როდესაც დისნეის ფილმებში საქმე გენდერულ დისბალანსს ეხება, ჩემი ვარაუდით, ეს დაუდევრობით ჩადენილი საქციელია, რადგან ვფიქრობთ, მასკულინობა ნორმაა. შესაბამისად, როცა გვინდა, რომ ფილმში მცველი, კარისკაცი ან ჯარისკაცი დავამატოთ, ყოველთვის მამაკაცს ვამატებთ და ეს ჩვენს კულტურაში ღრმადაა გამჯდარი”, – განუცხადა ეიზენჰაუერმა ვაშინგტონ პოსტს.

წყარო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s