2015 წელს ყოველი 6 ადამიანიდან 1 სექსუალური ორიენტაციის გამო დევნის მსხვერპლი ხდებოდა – ეს კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ Holocaust Memorial Day Trust დიდ ბრიტანეთში ჩაატარა და 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღეს გამოაქვეყნა.

გამოკითხულთა 6% სექსუალური ორიენტაციის გამო სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მსხვერპლი იყო, 5%-მა კი მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობა გენდერულ იდენტობას დაუკავშირა.

4 ადამიანიდან 1, 27% აღნიშნავს, რომ სხვების მხრიდან მათდამი გამოვლენილი სიძულვილით სხვადასხვა ინციდენტი შემთხვევია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, 69% ​ნანობს, რომ მათ მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამო სამართალდამცავ ორგანოებს არ მიმართა.

კვლევაში აქცენტი რასისა და ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რწმენის, შშმ პირებსა და ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობაზეც გაკეთდა.

Holocaust Memorial Day Trust-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოლივია მარკს-ვულდმენი ამბობს:

“ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე არის იმისთვის, რომ გვახსოვდეს გენოციდი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზები, რათა მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს. სიჩუმე და ინდიფერენტულობა დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ მისი წახალისების ტოლფასია. ამიტომ, ხმა უნდა ავიმაღლოთ და მას წინ აღვუდგეთ ისევე, როგორც ეს წარსულში ბევრმა მამაცმა ადამიანმა გააკეთა”.

კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდა ადამიანები მზად არიან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს მოძალადესთან ჩაგვრის შესახებ პირადი საუბრებით დაუპირისპირდნენ.

ჩაგვრაში დანაშაულისკენ მოწოდება, ასევე შევიწროება, მუქრა და ცემა იგულისხმება.

გამოკითხულთა 28%-ის თქმით, მათ ჩაგვრა და შევიწროება ფეისბუქით და ტვიტერითაც იწვნიეს. ისინი ამბობენ, რომ ონლაინ შეურაცხყოფა მათთვის ისეთივე მტკივნეული იყო, როგორიც ეს რეალურ ცხოვრებაში იქნებოდა.

მარკს-ვულდმენი დასძენს: “ყველანი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ გზა გენოციდამდე ცალკეული ადამიანების მარგინალიზაციით და დისკრიმინაციით იწყება”.

წყარო: Pinknews

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s