“მე არ მჭირდება ადამიანები, ადამიანებს ვჭირდები მე” – ეს არის სიტყვები, რომლებსაც იტყოდა ბუნება, ლაპარაკი რომ შესძლებოდა. მოცემულ ვიდეოში მსახიობი ჯულია რობერტსი ბუნებას ახმოვანებს და დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს მიმართავს.

“ზოგიერთი ბუნებას მეძახის, ზოგი კი დედა ბუნებას.

უკვე 4.5 მილიარდი წელია ვარსებობ. 22 500-ჯერ დიდი ვარ, ვიდრე შენ.

მე ნამდვილად არ მჭირდება ადამიანები, მაგრამ ადამიაბნებს ვჭირდები მე.

დიახ, შენი მომავალი ჩემზეა დამოკიდებული.

როდესაც მე ვვითარდები, შენც ვითარდები.

როდესაც მე ვეცემი, შენც ეცემი, ან უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდები.

მე იმაზე მეტი სახეობა დავაპურე, ვიდრე შენ და იმაზე მეტი ვაშიმშილე, ვიდრე შენ.

ჩემი ოკეანეები, ჩემი ნიადაგი, ჩემი მდინარეები, ჩემი ტყეები: მათ შეუძლიათ წაგიყვანონ, ან დაგტოვონ.

ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იცხოვრებ – იცხოვრო ისე, რომ გამითვალისწინო და დამიცვა, ან უგულებელმყო და არ გამიფრთხილდე. შენი ქმედებები შენს ბედს განსაზღვრავს და არა ჩემსას.

მე ბუნება ვარ, მე ვიარსებებ.

მე მზად ვარ განვვითარდე. შენ?”

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s