საფრანგეთში, გეი წყვილის მოტყუების გამო სუროგატ დედას სასამართლოში უჩივლეს.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული სუროგაცია საფრანგეთში კანონით იკრძალება, ქალმა, რომელიც ფსევდონიმად სახელებს “პატარა ყარყატი” და “გულწრფელი ანგელოზი” იყენებდა, გეი წყვილთან სუროგაციაზე კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ წყვილმა სუროგატ დედას, ავრორას 15 ათასი ევრო გადაუხადა. როდესაც ბავშვის გაჩენის დღე მოახლოვდა, 2011 წლის 21 მარტს მან გეი წყვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა.

თუმცა, ბავშვი ცოცხალი იყო და ავრორამ იგი ლუქსემბურგში სხვა გეი წყვილს 10 ათას ევროდ მიჰყიდა.

2012 წელს მან სხვა გეი წყვილთან ზუსტად იმავე სახის კონტრაქტი გააფორმა. გეი წყვილმა მას 15 ათასი ევრო გადაუხადა, თუმცა ავრორამ მათაც შეატყობინა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო. ჩვილი კი ჩრდილოეთ საფრანგეთში მცხოვრებ ჰეტერო წყვილს მიჰყიდა.

2013 წელს ავრორა თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის მუხლით მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ერთობლივად 3 სხვადასხვა წყვილთან აპირებდა კონტრაქტის გაფორმებას.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ როდესაც თინეიჯერი იყო იგი საკუთარმა მამამ გააუპატიურა. ექსპერტების დასკვნით, ავრორა “მუდმივი ემოციური უარყოფის” სინდრომით იტანჯება და მისი კლიენტები “ბავშვების მიტოვებისკენ აქეზებდნენ”.

2008 წელს ავრორა პარიზელი წყვილისთვის სუროგატი იყო, მაგრამ მეხუთედ დაფეხმძიმების შემდეგ მას თანხ აღარ გადაუხადეს.

2009 წელს ავრორას სუროგაციული მომსახურებით ბრიტანელი წყვილი დაინტერესდა, თუმცა ქალმა მათ უარი უთხრა.

პროკურორის მოადგილემ სასამართლოს შესთავაზა, რომ ავრორას მიესაჯოს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 4 წყვილისთვის 2 000 ევროს ჯარიმის გადახდა.

წყარო: www.pinknews.co.uk

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s