H1N1 ვირუსით აჭარასა და თბილისში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოცემა “17მაისს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ვირუსით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების გართულებებით კი სულ 6 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, H1N1 ვირუსის 153 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი 267 სკოლაშია შეწყვეტილი.

ცნობისთვის, H1N1 ვირუსი არაფრით განსხვავდება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით.

H1N1 ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კონტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.

ვირუსი არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 C° ტემპერატურაზე.

 

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s