თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ახალი ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელებას იწყებს. ქვეპროექტისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. მისი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მკურნალობის კურსის ჩატარებაა. პროგრამა პირველი თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააცნო.

„ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული დაავადების მქონე პირთათვის პრეპარატი ჰერცეპტინის დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით. შესაბამისად, ამ უპრეცენდენტო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუმცირებს ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯებს, პარალელურად კი, 40-45%-ით შეამცირებს რეციდივის რისკს, გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს. როგორც ხედავთ, ეს გახლავთ საკმაოდ მასშტაბური და საჭირო მომსახურება, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესაძლებლობა თბილისელებს არასოდეს ჰქონიათ, შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს პირველი თებერვლიდან საშუალება ექნებათ ჩაერთონ პროგრამაში და თბილისის მერიისგან მიიღონ დაფინანსება ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის“, – თქვა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერია, ქვეპროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1 წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას აუნაზღაურებს. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით.

ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზი (I-III სტადია) აქვთ და უნდა ჩაუტარდეთ ნეოადიუვანტურ/ადიუვანტური მკურნალობა.

ბენეფიციარის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით დაფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – 28 080 ლარით.

თუმცა, ოპოზიციაში თბილისის მერიის ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის გაურკვეველია, ადრეული მკურნალობის რა სტადიაზეა საუბარი.

„ვფიქრობ, ქალაქის მერიას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი. ეს უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული, ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, მათ შორის ძუძუს კიბოს პროგრამა, უკვე დიდი ხანია, მუშაობს. სკრინინგის პროგრამა ჩვენი ხელისუფლების დროს შეიქმნა. ადრეულ მკურნალობის რა სტადიაზეა საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ზოგადად ონკოლოგია ძალიან პრობლემური დარგია. ადრეული დიაგნოსტიკით და მკურნალობით, დიდ ალბათობით, ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ხელმისაწვდომობა არსებობდეს. უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული, რას ითვალისწინებს პროგრამა, შესაბამისი დარგებს ექსპერტებთან იყოს გავლილი, რა ტიპის მომსახურებაზეა საუბარი”, – უთხრა გიგი წერეთელმა “17”-ს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s