ბარბი, სიმბოლური პლასტიკური სათამაშო თოჯინა დღითიდღე სხეულის ფორმებს იცვლის. ამერიკული კომპანია Mattel, რომელიც ცნობილი სათამაშოს უკან დგას, მაღალ, სავსე და მოხდენილი სხეულის მქონე თოჯინების ახალ ხაზს უშვებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სერიას განსხვავებული კანის ფერის, თვალის ფერის და ვარცხნილობის მქონე თოჯინები დაემატა.

ბარბის თოჯინები 5 წელია კრიტიკის ქარცეცხლში არიან. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მათ არარეალური სხეულის ფორმები აქვთ.

ახალი სხეულის ფორმების მქონე თოჯინების ავტორები ამბობენ, რომ გოგონებს არჩევანს შესთავაზებენ, რომელიც მეტად აირეკლავს მსოფლიოს და იმაზე მეტს ნახავენ, ვიდრე ამას აქამდე ხედავდნენ.

გასულ წელს, კომპანიამ 23 ახალი თოჯინა გამოუშვა, რომლებსაც Fashionistas უწოდეს. მათ სხვადასხვა ფერის კანი და თმის ფერი ჰქონდათ. ასევე, ბრტყელი ტერფები.

წლევანდელი განახლებული კოლექცია კი შემდეგ პროდუქციებს მოიცავს: 33 ახალ თოჯინას, 30 განსხვავებულ თმის ფერს, 24 ვარცხნილობას, 22 თვალის ფერს, 14 განსხვავებულ სახის მოყვანილობას და 7 კანის ფერს. ასევე, 4 სხეულის ფორმას – საშუალო სიმაღლის, ძალიან მაღალი, სასვე ფორმების და დაბალი.

“მოხარულები ვართ, რომ ბრენდის სახე იცვლება. წარმოგიდგენთ ხაზს, რომელიც ირეკლავს გოგონებს მთელი მსოფლიოდან. მრავალფეროვანი სხეულის ტიპი, კანის ფერი და ვარცხნილობა გოგონებს საშუალებას მისცემს, თავისი მსგავსი თოჯინები ნახონ”, – განაცხადა Mattel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ახალი თოჯინები გასაყიდად მსოფლიო მასშტაბით 2016 წლის გაზაფხულზე გამოვა.

წყარო

_84848211_barbie.gif

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s