რეზა გულს არასდროს დაავიწყდება თავისი ქორწილის დღე. როდესაც 14 წლის იყო, იგი იძულებით გაათხოვეს სრულიად უცხო ადამიანზე 7,000 დოლარის სანაცვლოდ.

“ძალიან მეშინოდა. მის შესახებ არაფერი ვიცოდი. არც სიყვარულის გამეგებოდა რამე”.

რეზას მამა ფიქრობდა, რომ ქალიშვილის გათხოვებით მის მომავალს უზრუნველყოფდა და აღებული ფულით თავის ოჯახსაც დაეხმარებოდა, რომელიც თალიბანის მიერ კონტროლირებულ სოფელში, შარ-შარში ცხოვრობს. თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც რეზას მშობლებს წარმოედგინათ. რეზას ქმარს მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.

რეზას დედა, ზორგანა იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი ქალიშვილის ცემის პირველი ფაქტის შესახებ გაიგო:

“მთელი ღამე ვტიროდი და მინდოდა,რომ მისი ქმარი მომეკლა”.

რეზა გული მომდევნო 6 წლის განმავლობაში საშინლად იტანჯებოდა. ქმარი მასზე სხვადასხვა მეთოდით ძალადობდა: სცემდა, ცხელი რკინით დამწვრობებს აყენებდა.ქმრის სისასტიკე იქამდეც მივიდა, რომ მან თავის 18 თვის ქალიშვილსაც ფიზიკური ზიანი მიაყენა.

56aa112c1f00005000216cec

რეზამ გადაწყვიტა, რომ ამ საშინელ სიტუაციას გაცლოდა და მშობლებთან წასვლა გადაწყვიტა, ამის გამო ქმარი, მუჰამად ხანი სასტიკად გაბრაზდა, ძალით წაიყვანა მშობლებისგან სახლისგან შორს და დაიფიცა, რომ ამის გამო ცოლს ცხვირს მოაჭრიდა.

რეზა გული ქმარს ეხვეწებოდა, რომ ერჩივნა იგი მოეკლა. თუმცა მის ქმარს მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ცოლი დაესახიჩრებინა.

მუჰამად ხანმა თავისი ოჯახის წევრების წინ ცოლს ცხვირი მოაჭრა და გადააგდო, ამის შემდეგ კი მისი მოკვლა სცადა.

იარაღის გაჭედვა იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რეზას მოკვლა ვერ მოახერხა. ამ დროს რეზა ხმამაღლა ყვიროდა, რომ ვინმეს მისი ხმა გაეგო და დახმარებოდა. ამის გამო, ხანი გაიქცა, რათა ვინმეს არ დაეჭირა. რეზას მამა კი მის მეუღლეს ეძებდა, რათა სასამართლოსთვის გადაეცა.

გაეროს მონაცემებით, ავღანეთი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია. ოჯახში ძალადობის, ბავშვების ქორწინებისა და გაუნათლებლობის მაჩვენებლით აზიური ქვეყნები მოწინავე ადგილებს იკავებს.

რეზა გული, სხვა ავღანელი ქალებისგან განსხვავებით, არ აპირებს, რომ ქმრის მხრიდან ძალადობა აიტანოს და გაჩუმდეს. ახლა ის თავისუფალია და ხმამაღლა საუბრობს ოჯახში ძალადობაზე.

“თალიბანი მე ვერ დამიცავს, რადგან ერთხელ თალიბანის მებრძოლებმა ჩემს ქმარს უთხრეს, რომ ყურანზე დაეფიცა, რომ აღარ მცემდა, თუმცა ჩემი ქმრისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია”, – აღნიშნავს რეზა.

მან თავის ქმარს განქორწინება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც გაიგო, რომ იგი მეორე ცოლის მოყვანას აპირებდა, რომელიც დაახლოებით 6-7 წლის იყო. ავღანეთში ქმრისთვის განქორწინების მოთხოვნა სიკვდილზე ხელის მოწერას ნიშნავს.

56aa10531a00002d00ab179c

მიუხედავად ყველაფრისა, რეზა ცოცხალი გადარჩა, რადგან მისმა ოჯახის წევრებმა იგი მაიმანას საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც შემდეგ მაზარ-ე-შარიფის ჰოსპიტალში დააწვინეს.

ახლა რეზა თავისუფალია და შეუძლია ბედნიერი გახდეს. რაც ქმართან ცხოვრების პერიოდში შეუძლებელი ეგონა.

“მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება კარგ ადამიანებთან ერთად გავატარო და ცხოვრებით ვისიამოვნო”, – განაცხადა რეზამ.

რეზას დედა იმედოვნებს, რომ მისი ქალიშვილი ოდესმე სიყვარულით შექმნის ოჯახს, რაც იშვიათ ფუფუნებას წარმოადგენს სოფელ შარ-შარში.

“მინდა, რომ ჩემი მეუღლე მხიარული, მზრუნველი და ჩემი კარგი მეგობარი იყოს”.

რეზას, ისევე როგორც სხვა თითქმის ყველა ავღანელ ქალს, არასდროს უვლია სკოლაში და განათლება არ მიუღია. თუ კი რეზა სახლში დაბრუნდება, მის ქალიშვილს, აქილასაც აღარ ექნება განათლების მიღების შესაძლებლობა.

“ძალიან მინდოდა, რომ სკოლაში მევლო, თუმცა ჩვენთან მხოლოდ ბიჭების სკოლაა, გოგონების კი არა”.

რეზა იმედოვნებს, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ შეძლებს, რომ უსაფრთხო ადგილას დასახლდეს და თავის მომავალზე იზრუნოს.

“არ მინდა რომ ჩემს ძველ სოფელში, შარ-შარში დავბრუნდე. მინდა ისეთ ადგილას ვიცხოვრო, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს. იმედი მაქვს, ღმერთი თალიბანს გაანადგურებს”.

სახელმწიფომ და ექიმებმა უზრუნველყვეს რეზასა და მისი ოჯახის ქაბულში გამგზავრება.

რეზა ახლა თავისუფალია ძალადობისგან, თავისუფალია თალიბანისგან.

წყარო: www.huffingtonpost.com

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s