თბილისში, 22 იანვარს კაფე “გალერის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური ნიადაგზე 19 წლის ბიჭს რამდენიმე უცნობი პიროვნება თავს დაესხა და ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

დაზარალებულს ყურში და შუბლის არეში დაზიანებები აღენიშნება. როგორც ის გამოცემა “17 მაისთან” საუბარში ამბობს, “გალერიში” მყოფებმა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცნენ.

“როცა კლუბიდან გამოვედი თავს დაახლოებით 7-მდე კაცი დამესხა, რომლებმაც მცემეს. მომაყენეს ჭრილობები სახის და ტანის არეში. იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა სირენების ხმაზე თავდამსხმელები გაიქცნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს კიდეც, იქვე ახლოს”, – აცხადებს მსხვერპლი “17 მაისთან” საუბრისას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბიჭს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი “ინგოროყვას” კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც დაზარალებული ამბობს, მას ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს და უხეშად მოექცნენ.

“კლინიკაში ექიმები აბუჩად მიგდებდნენ, იცინოდნენ, თუმცა ვერ გავიგე რატომ. ყურზე 12 ნაკერი დამადეს ძალიან უხეშად. ისიც კი არ მითხრეს, ნაკერები როდის უნდა მომეხსნა. მიღებული ჭრილობების გამო, სამი დღე მჯდომარე მეძინა, ვერ ვწვებოდი”, – ამბობს დაზარალებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “17 მაისს” განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პიროვნებაც და მას ბრალი წარედგინა.

ვახო კვარაცხელია

(C) ’17′-ის მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

2 Comments

  1. anonymous 29/01/2016, 19:55

    damnashavem rodis ganacxada an saidan daaskvna rom homofobiis niadagze moxda es?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s