სტეფანი და სებასტიანი გეი წყვილია, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და მოხეტიალე ბიჭების დღიურებს აწარმოებენ. წყვილმა გასულ წელს აზიაში მოგზაურობაში 18 თვე გაატარა. ისინი წერენ, რომ აზია შეუყვარდათ.

“მიუხედავად იმისა, რომ გეი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით აზიის ქვეყნებს კარგი რეპუტაცია არ აქვთ, არსებობს 5 მიზეზი, რომლებიც ვფიქრობთ, რომ იქ მოგზაურობას სახალისოს, რომანტიკულს გახდის და მნიშვნელოვანია ადგილობრივი ლგბტ თემის მხარდასაჭერად”, – წერენ ბიჭები თავიანთ ბლოგში.

გთავაზობთ, სტეფანის და სებასტიანის რჩევებს, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ აზიაში

აზიაში არსებობს გეი მეგობრული ადგილები

1ორი ადგილი, რომლებიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტაილანდი და ბალია. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდის საზოგადოება დიდწილად კონსერვატულია, ქვეყანა გეი ტურისტებისთვის ღიაა.

ბალი ტურისტებით გადატვირთული ადგილია, რომელსაც ლგბტ თემის წევრებისთვის მიმღებლური პოზიცია უჭირავს. შესაბამისად, თითქმის მთელს კუნძულზე ლგბტ თემის წევრები იმყოფებიან.

რამდენიმე სხვა გეი ადგილი, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ მანილაში, პნომპენში და ტაიპეიშია. ეს ადგილები აზიაში ყველაზე დიდ გეი პრაიდებს მასპინძლობენ.

აზიაში გეი მეგობრული დამოკიდებულების ბევრ გამოცდილებას დააგროვებთ​

2ნუსა დუა სამხრეთ ბალიში პოპულარული ადგილია იმ წყვილებისთვის, რომლებიც რომანტიკულ ადგილს ეძებენ განმარტოებისთვის. კუნძულის ცენტრში გეი წყვილებისთვის არსებობს კიდევ ერთი პოპულარული ადგილი, სასტუმრო უბუდი, სადაც ხშირად იმართება არაოფიციალური გეი ქორწილების ცერემონიალი.

ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი ყველაზე გეი მეგობრული ადგილი ფილიპინებში. ფილიპინები თავისი სტუმართმოყვარეობით მთელს მსოფლიოში განთქმულია. კუნძული ბორაკაი ის პოპულარული ადგილია, სადაც რომანტიკის და გართობის ნაზავს ნახავთ. ეს ადგილი გეი წყვილებს ბევრ საინტერესო გასართობს სთავაზობს.

აზიაში გეი გაერთიანებები და ვარდისფერი ცერემონიალები ნელა ვითარდება

3მთელს კონტინენტზე გეი ქორწინება უკანონოდ მიიჩნევა, თუმცა სამოქალაქო კავშირების დასაკანონებლად ძვრები უკვე დაწყებულია. მაგალითად, იაპონიის და ტაივანის სამი რეგიონი სამოქალაქო კავშირებს აღიარებს.

ტაივანის ხელისუფლება იწყებს გეი კავშირების აღიარებას, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივი ლგბტ თემისთვისაა პოზიტიური, არამედ გეი ტურისტებისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ აზიის ქვეყნებში ქორწინების თანასწორობისთვის ნიადაგი ნელ-ნელა მზადდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ტაილანდში სამოქალაქო პარტნიორობის აქტზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, პროცესი შეჩერებულია. ასევე, ვიეტნამში კომუნისტურმა მთვრობამ ქორწინების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ლგბტ ქორწინებას ოფიციალურად მაინც არ აკანონებს, ამის გამო ჯარიმა ან დაკავება შეუძლებელია.

ეს ბავშვის ნაბიჯებია, რომელიც სწორი მიმართულებით იდგმევა.

აქ უსაფრთხოდ იქნებით, მიუხედავად ანტი გეი კანონებისა

5მალაიზიაში, მიანმაში, შრი-ლანკასა და ინდოეთში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. სინამდვილეში, ჩვენი აზიაში მოგზაურობის პერიოდში არ ვგრძნობდით საფრთხეს იმის გამო, რომ გეები ვიყავით.

უარეს შემთხვევაში, ანტი გეი კანონებს პოლიცია სტრატეგიულად იყენებს და ქრთამს იღებს. მაგალითისთვის, დელის ერთ-ერთ გეი კლუბში ღამის პირველ საათზე პოლიცია მოვიდა. იმისთვის, რომ მას ანტი გეი კანონები არ გამოეყენებინა, ქრთამი აიღო.

ტურიზმი დიდი ბიზნესია და ადგილობრივი ანტი გეი კანონები უცხოელებზე სხვაგვარადაა მორგებული. მაგალითად, მალაიზიაში ჩვენი მოგზაურობისას რომანტიკის მოყვარულებისთვის განკუთვნილი საკურორტო რიტუალით ვსარგებლობდით. ეს მომენტი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც მალაიზიაა, საკმაოდ პროგრესული იყო.

ადგილობრივი ლგბტ თემის მხარდაჭერა და ინსპირაცია

6ფული, რომელსაც ისეთ ბიზნესში ხარჯავთ, რომელიც გეი მეგობრულია, საზოგადოებას ავითარებს.

როგორც გეი წყვილს, გვჯერა, რომ ადგილობრივ ლგბტ თემთან მეგობრობითა და ინტეგრაციით ხელი შეეწყობა თემის მობილიზებას და დროთა განმავლობაში თანასწორობის პრინციპების მოთხოვნას.

და ბოლოდ, ერთი რჩევა: როდესაც სასტუმროში მიდიხართ, აუცილებლად მოითხოვეთ ორადგილიანი საწოლი. ადგილობრივ ბიზნესებს და ადამიანებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენც ისეთივე წყვილები ვართ, როგორებიც სხვები არიან.

წყარო

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s