ჰავაის კანონმდებლებმა ინიციატივით გამოდიან, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალი ადამიანების მკურნალობა აიკრძალება.

შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ჰომოსექსუალობა ნორმიდან გადახვევად არ მიიჩნევა. მომხრეები აცხადებენ, რომ იგი ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს სერიოზული ზიანისგან დაიცავს, რომელიც “სამკურნალო თერაპიაში” იძულებით ჩართვის შედეგად, შესაძლოა, მისმა მშობლებმა მიაყენონ .

კანონი არალეგალურად ჩათვლის ყველა იმ მასწავლებლისა და მრჩევლის ქმედებას, რომლებიც ეცდებიან, რომ ვინმეს სექსუალური ორიენტაცია შეცვალონ. აკრძალვა ასევე შეეხებათ ისეთი შინაარსის რეკლამებს, რომლებიც საზოგადოებას სექსუალური ორიენტაციის შეცვლისკენ მოუწოდებს.

“ბავშვები და თინეიჯერები ძალიან მოწყვლადი ჯგუფია. ეს ყველაფერი პრობლემას წარმოადგენს, რადგან არ გვინდა, რომ ეს ადამიანები სკოლაში ყოფნისას ზეწოლისა და სტიგმატიზაციის მსხვერპლნი გახდნენ”, – აღნიშნავს დემოკრატი, დელა აუ ბელატი.

კანონპროექტის ინიციატორი აღნიშნავს, რომ კანონი ემყარება ექიმების წრეში იმ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალების მკურნალობის თერაპია თინეიჯერებისთვის დიდი ზიანის მომტანია. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ასეთ თერაპიებში ჩართული მოზარდები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი თვითმკვლელობისკენ, დეპრესიულობისკენ ან ნარკოტიკების მოხმარებისკენ. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ მათი სექსუალური ორიენტაციის გამო ისინი ოჯახის წევრების მიერ უარყოფილნი არიან.

“ეს ბავშვების მიმართ ძალადობის დახვეწილი ფორმაა. შესაძლოა ძალადობა გარედან არ ჩანს, მაგრამ იგი ადამიანში მთელი ცხოვრების განმავლობაში ტოვებს თავის კვალს”, – აღნიშნა ჰავაის უნივერსიტეტის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი სტუდენტების მომსახურების ცენტრის დირექტორმა, კამარონ მაიამოტომ.

აღნიშნული კანონის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც 2013 წელს ჰავაიმ არ დააკანონა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება.

რესპუბლიკელი, ბობ მაკდერმოტი აღნიშნავს, რომ იგი მხარს არ უჭერს კანონპროექტს და იმედოვნებს, რომ იგი   საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.

მისი თქმით, მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ  თავიანთ შვილებს “მკურნალობის” თერაპია ჩაუტარონ, თუ კი ისინი თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაში გარკვეულნი არ არიან.

“რატომ არის პრობლემა, თუ კი მინდა, რომ ჩემს შვილს დავეხმარო, როდესაც ის გაურკვევლობაშია. მინდა, რომ ჩემი შვილი ჰეტეროსექსუალების მდიდარ ცხოვრებას ეზიარებოდნენ. როგორც მშობელს, რატომ არ უნდა მქონდეს ამის უფლება?” – აღნიშნავს მაკდერმოტი.

“თუმცა ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს მოსწავლეებთან მსგავს თემებზე საუბარი უნდა აეკრძალოთ, რადგან ისინი არ არიან პროფესიონალი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები. კანონის შემოღების ნაცვლად, ჯობია, რომ განათლების სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღოს მასწავლებლებისთვის პრევენციული ქცევის წესები სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან”, – განაცხადა მაკდერმოტმა.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის, ორეგონის, ნიუ ჯერსისა და ილინოისის შტატებმა მსგავსი კანონი უკვე დაამტკიცეს.

წყარო: www.lgbtqnation.com

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s