საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე მშენებლობაზე მომუშავე ადამიანის სამუშაოს შესრულებისას დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მრავალი ასეთი შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფო კვლავაც არ დგამს ნაბიჯებს ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც, მსგავსი ფაქტების დროულ პრევენციას მოემსახურებოდა და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებული მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა სიკვდილისაგან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23. 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი.

სახალხო დამცველის განმარტებით, შსს–სგან გამოთხოვილი აქვს 2015 წლის მონაცემები და აღნიშნული უწყების მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია.

“როგორც წესი, და ამ შემთხვევაშიც ასეა, სამართალდამცავი ორგანოები იწყებენ გამოძიებას, თუმცა, საზოგადოება არ არის ინფორმირებული მისი საბოლოო შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წესით რეაგირებაც კი არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფატალური ან მძიმე შედეგის დადგომას ელოდება”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უჩა ნანუაშვილი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია. მისი განცხადებით, სანამ ეს ორგანო შექმნილი არ არის, მუშაკების დაშავებისა და გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობას აღნიშნული უწყებებიც იზიარებენ.

“აქვე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია გასულ წლებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული და დაღუპული მუშაკების საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგების თაობაზე, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გამოძიების დაწყებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალური შედეგებისკენ არ არის მიმართული”, – აცხადებს ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქავთარაძეს ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან შუახნის ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s