კანადელმა მენონიტმა პასტორმა, 20 წლიანი დუმილის შემდეგ, თავის სექსუალობაზე ღიად ისაუბრა.ის არის პირველი მენონიტი პასტორი, რომელმაც ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც გეიმ. იგი უკვე 20 წელია ქალზეა დაქორწინებული, თუმცა სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ის და მისი მეუღლე განქორწინებას არ აპირებენ.

“მასწავლიდნენ, რომ ეს ყველაფერი (ჰომოსექსუალობა) არასწორი იყო და ზოგიერთი იმასაც მეუბნებოდა, რომ ღმერთი “შემცვლიდა”, თუ კი ამას თავად ვირწმუნებდი”, – ამბობს პასტორი.

იმისათვის, რომ თავისი ჰომოსექსუალობა “დაევიწყებინა” და “შეეცვალა”, პასტორი ქალზე დაქორწინდა. თუმცა, 20 წლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ცოლისთვის სიმართლე ეთქვა.

“მე როგორც იქნა სიმართლე ვუთხარი სუის და იგი გვერდში დამიდგა. შინაგან ვგრძნობდი, რომ ჩემი ცოლი მხარს აუცილებლად დამიჭერდა”.

პასტორმა აღიარა, რომ ხშირად ჰქონდა კაცთან სექსუალური ურთიერთობის სურვილი, რის გამოც ის დაძაბულობას გრძნობდა.

“ვფიქრობ, რომ ყველა აკონტროლებს თავის სექსუალურ ლტოლვას იმის მიხედვით, თუ რა არის მათთვის ღირებული, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ურთიერთობაში არიან ისინი”, – განმარტავს ის.

პასტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ქორწინებაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, სხვებს ურჩევს, რომ მას არ მიბაძონ და საკუთარი თავი არ უარყონ.

მისი ეკლესიის პოზიციის მიუხედავად, პასტორმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ლგბტ ადამიანების უფლებებს და ქორწინების აღიარებისთვის ბრძოლას.

წყარო: www.pinknews.co.uk

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s