2016 წლის პირველ თებერვალს გერმანიაში გეი და ლესბოსელი ლტოლვილებისთვის პირველი თავშესაფარი გაიხსნა. თავშესაფრის გახსნის მიზეზი ბოლო პერიოდში ლტოლვილების საერთო საცხოვრებლებში გეი და ლესბოსელი ადამიანების მიმართ გაზრდილი საშიშროება გახდა.

ახალი თავშესაფარი ნურემბერგში მდებარეობს და 8 ადამიანზეა გათვლილი.

“ამ თავშესაფარში ჯერჯერობით არავინ გადასულა, თუმცა, თავშესაფრის ინფრასტრუქტურა უკვე სრულადაა უზრუნველყოფილი. ოთხმა ირანელმა, ერაყელმა, სირიელმა და ეთიოპიელებმა აღნიშნულ თავშესაფარში გადასვლის სურვილი უკვე გამოხატეს”, – აღნიშნა ასოციაცია ფლიედერის დირექტორმა, მაიკლ გლასმა.

ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მომავალში უფრო მეტ ადამიანზე გათვლილი თავშესაფარი გახსნას, რადგან მათ დაახლოებით 20-მა ლტოლვილმა მიმართა. ისინი ამბობენ, რომ ლტოლვილების ამჟამინდელ თავშესაფარში დისკრიმინაციასა და ჩაგვრას განიცდიან.

“როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის საზღვრებს არღვევს და ამით მას ზიანს აყენებს, იგი უკვალოდ არ ქრება და შეიძლება პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდეს”, – აღნიშნავს გლასი.

გარდა ნურემბერგის თავშესაფრისა, იგეგმება, რომ თებერვლის ბოლოს ბერლინში 120 კაციანი თავშესაფარი გაიხსნას.

წყარო: www.france24.com

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s