პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯას ითვალისწინებს.

საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებებს ეხება, რომელსაც 166-ე პრიმა მუხლი უნდა დაემატოს.

ინიციატივის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

თუმცა, ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, კარლო კოპალიანის აზრით, ჯარიმების ეს ოდენობა მცირეა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან და ისინი ამ თანხას “სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ პატრიარქს აგინონ”.

“რამდენიმე ათეული წელია, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს მასიური შეტევა, განსაკუთრებით ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სიწმინდეების მიმართ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი გამოგვიქვეყნეს გაზეთებში და ტელევიზიით, დიდი შეტევა არის ჩვენს პატრიარქზე და ჩვენს ეკლესიაზე და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური მიმდინარეობების კუთხით ყველაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ.

მე მიმაჩნია, რომ ძალიან მცირეა ეს ჯარიმები იმიტომ, რომ პიროვნებები, რომლებიც ცოტა ათეისტურ აზრებს გამოხატავენ და დელიკატურად ამბობენ ამას, არიან ერთეულები და არ არიან საშიშები. საშიშები არიან ორგანიზაციები, ძალიან მოწესრიგებულები თავიანთი გეგმით და თავიანთი შეხედულებებით. მე მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაციები ამ 500 და 1000 ლარს სიამოვნებით გადაიხდიან, ოღონდ ჩვენს ეკლესიას და ჩვენს პატრიარქს აგინონ და რაც შეიძლება მეტი ბოღმა ანთხიონ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ ჯარიმებს თითო ნული აუცილებლად უნდა მიემატოს. ჩვენ, კანონმდებლებს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია მომავალი თაობის მიმართ. გადავიდნენ ყოველგვარ ზღვარს. ამიტომ ეს უნდა გამკაცრდეს როგორც სისხლის სამართლის ნაწილში, ისე ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში”.

თუმცა სოსო ჯაჭვლიანმა კოპალიანს უთხრა, რომ “ამ ეტაპზე ჯობია, ასე იყოს”, რადგან, მისი თქმით:

“შეიძლება შინაგანად გეთანხმებოდეთ, მაგრამ მართლმადიდებლობა არის მიმტევებელი და ჩვენ ევროპას უფრო გავაკვირვებთ ამ მიდგომით. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ ჯობია ასე იყოს”.

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

One Comment

  1. es morcmune xalxi ase ram shegashinat? yvelgan safrtxes rato xedavt? gmerti xom tqvenskenaa mteli tavisi yovlisshemdzleobit. dagvanebet tavi rigirt mokvdavebs ,tqvens ” ukvdav ” sulebs mixedet . me tu ar mcams da ar viziareb tqvens azrs amit tqven ra gakldeba chemze gavlenis moxdenis sashualebis garda? sheinaxet tqveni rcmena tqventvis. nu argvevt chems tavisuflebas mosiarule bazrad qceuli religiuri atributikit, lamis sulshi chadgmuli sheaciri yutebit.gautavebeli cucunit tqvens religiur grdznobebze.tqvens garda aq sxvebit vcxovrobt!

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s