თავისუფალი დემოკრატების წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მომდევნო კვირას პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის წესს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების საკითხს, ცხოველთა კვებას, მათდამი სასტიკ მოპყრობას და სხვა საკითხებს დაარეგულირებს.

საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში “ცხოველთა უფლებების” ცნება საქართველოში პირველად შემოვა.

“კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის შესახებ” კანონის პროექტი ცაგარეიშვილმა 6 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

ტერმინი “კომპანიონი” გულისხმობს ცხოველთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანმა საკუთარი სოციალური ურთიერთობების დასაკმაყოფილებლად მოიშინაურა.

ორგანიზაცია “ცხოველთა უფლებების კომიტეტის” ხელმძღვანელი, თინათინ ჭავჭანიძე “17 მაისთან” ამბობს, რომ საქართველოში კომპანიონი ცხოველების დაცვის კანონი ამ დრომდე არ არსებობს.

“ცალკე კანონი ჩნდება კომპანიონი ცხოველების შესახებ. ეს არის ცალკე ჯგუფი ცხოველებისა, pet animals. მათ შესახებ არსებობს ევროპული კონვენცია.

კომპანიონი ცხოველი არ არის არც ფერმის და არც გარეული ცხოველი, ეს არის ცხოველი, რომელსაც აქვს თავისი ფუნქცია ადამიანისთვის – სოციალური ურთიერთობისთვის, პირადი სიამოვნებისთვის. ცხოველთა ეს ჯგუფი არანაირი მოხმარებისთვის არ არის. ზუსტად ამიტომ ასე ჩამოყალიბდა “კომპანიონი”. მათი კომპანიონად მოხსენიება საზღვარგარეთაც მიღებულია”.

კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება. შესაბამისი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება.

კანონი დაიცავს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებსაც.

“კომპანიონი ცხოველი თავისთავად გულისხმობს, რომ მას პატრონი ჰყავს. თუმცა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საუბედუროდ, ის ცხოველები, რომლებიც კომპანიონების ჯგუფს მიეკუთვნებიან, ქუჩაშიც არიან – ცხოველები, რომლებიც მოიშინაურა ადამიანმა, მაგრამ მისივე უპასუხისმგებლობის გამო ქუჩაში მოხვდა.

რაც შეეხება სასტიკ მოპყრობას, ამის მსხვერპლნი ბევრ შემთხვევაში პატრონიანი ცხოველებიც არიან. სისასტიკის მაგალითები მოვლა-პატრონობის კუთხითაც არის: მათი მიტოვება ქუჩაში, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, ჩხუბები და ა.შ”, – ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s