ინდოეთში უკვე დიდი ხანია ცხარე დებატები მიმდინარეობს კანონის შესახებ, რომელიც გეი სექსს კრძალავს და მას “ბუნების საწინააღმდეგო” ქცევად თვლის.

2009 წელს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საკითხზე განხილვა დახურა და 2013 წელს თავიდან მოახდინა გეი სექსის კრიმინალიზება. ეს ლგბტ ადამიანების უფლებების აქტივისტებისთვის დიდი დარტყმა იყო.

ლგბტ აქტივისტებმა მცირე წარმატებას მოიპოვეს და მიაღწიეს იმას, რომ უზენაესი სასამართლო გეი სექსის კრიმინალიზების საკითხს თავიდან განიხილავს.

აღნიშნულ საკითხს ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. კოლეგია გამოიტანს დასკვნას,  არის თუ არა გეი სექსის კანონით აკრძალვა არაკონსტიტუციური.

უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: გეი სექსის დეკრიმინალიზების საკითხის გარშემო რამდენიმე კონსტიტუციური მნიშვნელობის კითხვა არსებობს.

ადვოკატმა, ანანდ გროვერმა სასამართლოს წინ შეკრებილ ლგბტ აქტივისტებს უთხრა: “ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია”.

კონგრესმენი, შაში ტარური ერთ-ერთია იმ საჯარო პირებიდან, რომელიც მხარს უჭერს გეი სექსის დეკრიმინალიზებას.

“საქმე ჰომოსექსუალობას არ ეხება, როგორც ჩემი ოპოზიციონერები აცხადებენ. აქ საუბარია თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობას და იმ ღირებულებების დაცვაზე, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციაშია გატარებული. ეს კანონი 1860 წლიდან მოდის, ახლა კი 21-ე საუკუნეა და დროა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების პირად ცხოვრებასა და საწოლებში ჩარევა შეწყდეს”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

წყარო: www.pinknews.co.uk

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s