გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის თითოეულ შემთხვევაზე სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება სათანადო იყოს. თუმცა, პრეზიდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ეს პრობლემას ვერ გადაჭრის.

“ჩვენში არა მხოლოდ ქალების მიმართ ხორციელდება ძალადობა. ძალადობა არსებობს საერთოდ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ძალადობა ერთობლივად უნდა დავთრგუნოთ. დათრგუნო რეალური ძალადობა, რეალური აგრესია, პირველ რიგში უნდა დათრგუნო ის, რაც იწვევს ამ აგრესიას.

საზოგადოებისთვის მიუღებელი უნდა იყოს არა მხოლოდ აგრესია, არამედ ყველაფერი, რაც იწვევს მას: შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია, სტიგმატიზირება ან გულგრილობა, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის თითოეულ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება. ამ სათანადო რეაგირებას, ბუნებრივია უნდა ახდენდეს სამართალდამცავი სტრუქტურები, მაგრამ ამით საკითხი არ გადაწყდება.

სამართალდამცავი სტრუქტურები, ისევე როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთ პოზიციაზე უნდა იდგნენ. საჭიროა საზოგადოებრივი აზრის ერთობლივად შექმნა, რომ არაჰუმანური საქციელი, სხვის მიმართ ჩაგვრის პოზიცია არის არა მარტო კულტურულად მიუღებელი, არამედ აბსოლუტურად უცხო ჩვენი ბუნებისთვის, იმისთვის, რასაც ჩვენ ჩვენს წარსულს, ჩვენს იდენტობას ვარქმევთ და ამაზე ძალიან ხმამაღლა შეგვიძლია ვისაუბროთ. განსხვავებულთა ერთობა, როგორც საერთო სახლის შენების აუცილებელი წინაპირობაა”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s