“არა, ვერ გავიგე. თუკი ლგბტ-ების ლანძღვა არის დასჯადი, პატრიარქი უფრო ნაკლები უფლების მატარებელია?” – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

მეჭიაურის თქმით, საქართველოში მხოლოდ ლგბტ ადამიანები არ უნდა დავიცვათ.

“ლგბტ-ები უნდა დავიცვათ მარტო საქართველოში? ქვეყანა და კანონმდებლობა მათ უნდა მოვარგოთ? ზედმეტი შეურაცხყოფისგან უნდა დავიცვათ, რომელიც არა იმდენად პატრიარქის შეურაცხყოფაა, არამედ იმ მრევლის, რომელიც მას პატივს სცემს”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

ცნობისთვის, ლგბტ ადამიანებისადმი ჰომოფობიური განცხადებები საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედება არ არის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, დასჯადი უნდა გახდეს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s