საერთაშორისო ბუნების დაცვის კავშირის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკაში ბინადარი შავი მარტორქა ოფიციალურად გადაშენებულ ცხოველად გამოცხადდა. ის აფრიკაში ბოლოს 2006 წელს ნახეს.
ასევე, ბუნების დაცვის კავშირის ინფორმაციით, გადაშენების პირასაა ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა.
ცნობისთვის, 1960 წელს 70 000 შავი მარტორქა ბინადრობდა. ხოლო, 2013 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 4 000-მდე შემცირდა.