სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამოხატვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

აღნიშული განცხადება საბჭოს წევრებმა დაახლოებით, 1 წლის წინ გაავრცელეს.

რელიგიათა საბჭოს განცხადებით, შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რაც შეიმჩნევა სხვადასხვა ტიპის მედიაში, პოლიტიკოსებისა და საჯარო პერსონების რიტორიკაში.

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საზოგადოების ობიექტური ინფორმირებით, მართებული და აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობით, სამოძღვრო შეგონებით და, რაც მთავარია, სიძულვილით აღსავსე ადამიანებისადმი ჰუმანური, რელიგიური პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოპყრობით დავიწყოთ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრა. გამოხატვის თავისუფლების ამა თუ იმ სახით შეზღუდვას კი არა, არამედ, სწორედ ამ ფართო საგანმანათლებლო მიდგომას შეიძლება დაეფუძნოს რელიგიური გზა სიძულვილის დაძლევისაკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

რელიგიათა საბჭოს წევრების განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების ამგვარი რეგულაციის დაწესებით საფრთხე შეიძლება შეექმნას დემოკრატიულ განვითარებას, პლურალიზმს საზოგადოებაში, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიებსა და ამ თუ იმ რელიგიური გაერთიანებისადმი უბრალოდ კრიტიკული პოზიციის გამოხატვასაც.

“ზოგადად, რელიგიურ საკითხებზე დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს რაიმე ბარიერი კი არ უნდა აღვუმართოთ, არამედ, პირიქით, გზა უნდა გავუხსნათ მას, რათა ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს და დაძლიოს ამა თუ იმ რელიგიურ თემასთან დაკავშირებული შიში, ნეგატიური სტერეოტიპები და ტაბუები, რაც წარმოადგენს კიდევაც სიძულვილის გაღვივების უმთავრეს წყაროს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რელიგიათა საბჭოს წევრების საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, რათა არ დაუშვან ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიღება და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიული და პლურალისტური განვითარების პერსპექტივა.

განცხადებას ხელს აწერენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შემდეგი წევრები: ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია,​ ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ეზიდთა სასულიერო კრება, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სომეხთა კათოლიკე ეკლესია,​ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია,​ ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა,​ ევანგელურ-ბაპტისტური, ეკლესია მადლი, საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია,​ კრიშნას ცნობიერების საზოგადოება,​ ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები,​ სვედენბორგის საზოგადოება საქართველოში, სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი და თბილისის საენტოლოგიური ეკლესია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, დასჯადი უნდა გახდეს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s