თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, შეგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოში.

პრეზიდენტი ამბობს, რომ იმ საძაგელ სასახლეში არ შევა, სადაც ხართ, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ თქვენ დაგავიწყდათ და დღეს ჯიუტად სხვას აცხადებთ, რაც არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორმატში ორი მეთაურის სიარული. მე ვფიქრობ, ქვეყნის იმიჯზე უნდა გეფიქრათ, ვიდრე უფრო იმაზე ვინ სად წავიდოდა და ვინ წარმოაგდენდა ქვეყანას. ყველამ დაინახა, რომ ვერ თანხმდება ორი წამყვანი პირი. ალბათ უფრო რაღაცნაირად უნდა მოგეგვარებინათ და გაგეთვალისწინებინათ, რომ ჩვენი ყოფილი პრემიერი იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი “ქართული ოცნების” და შეიძლებოდა ეს კომპრომისი უცხოეთს იქეთ არ გაგვეტანათ.

სამწუხაროა, მაგრამ ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს, მადლიერება. ამ თანამდებობაზე რომ მოხვდით, შეიძლება ეს არც გქონდათ გააზრებული, მაგრამ მარცხენა ფლანგმა გაგიყვანათ თქვენ პარლამენტში და რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ თქვენ არც გქონდათ ეს მოაზრებული.

ამის შემდეგ ალბათ არ გასულა ერთი თვე, თქვენ დაიჭირეთ უცნაური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეთ.

ასევე, მივესალმები რეკომენდაციებს ევროპიდან, მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ, წაადგება თუ არა ეს ქართველ ხალხს”.

ასე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. მანამდე კი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s