შემთხვევა დალასში, ტეხასის შტატში მოხდა, სადაც პაციენტი ზიკას ვირუსით სქესობრივი აქტის შემდეგ დაინფიცირდა. ინფიცირებული პაციენტი იმ ქვეყნებში არ ყოფილა, სადაც ზიკას ვირუსი უკვე მასობრივადაა გავრცელებული, თუმცა მისი სექსუალური პარტნიორი ვენესუელადან ახალი დაბრუნებული იყო.

აღნიშნულ შემთხვევამდე მიიჩნეოდა, რომ ზიკას ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადიოდა.

ვირუსის გავრცელების არეალი თანდათან იზრდება და იგი უკვე ჩრდილოეთ ამერიკაშიც დაფიქსირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი უკვე გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ამერიკის წითელი ჯვრის წარმომადგენლები პოტენციურ სისხლის დონორებს მოუწოდებენ, რომ ეპიდემიის გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსვლიდან მინიმუმ 28 დღე სისხლის დონაციისგან თავი შეიკავონ.

გარდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკისა, ზიკას ვირუსით დაინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრალიაშიც. ოფიციალური სიდნეის ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქე კარიბის ზღვის კუნძულებიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ.

ზიკას ვირუსი ყველაზე ფართოდ ბრაზილიაში გავრცელდა. ვარაუდობენ, რომ ჩვილებში მიკროცეფალიის 3,670 შემთხვევა სწორედ ზიკას ვირუსთანაა კავშირში. როგორც ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, დადასტურებული მხოლოდ 404 შემთხვევაა, მათ შორის 270 წინა კვირას დაფიქსირდა. 709 შემთხვევა, კი არ დადასტურდა.

ანალიტიკოსი, ჯეიმს გალაგერი აღნიშნავს, რომ თუ კი ზიკას ვირუსი სქესობრივი გზითაც გადადის, მაშინ მისი გავრცელების საფრთხე უფრო გაიზრდება და შეიძლება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გავრცელდეს.

ზიკას ვირუსი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ორსულებს. ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ვირუსით დაინფიცირებული დედების შვილებიდან 76 მიკროცეფალიით გარდაიცვალა, ან მკვდარი დაიბადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულ ქალებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ზიკას ვირუსის გავრცელების ქვეყნებში, განსაკუთრებით კი კარიბის ზღვის კუნძულებზე და ლათინო ამერიკაში, მათ შორის, ვენესუელაშიც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი ებოლას კატეგორიაში გაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ვირუსის კვლევა და მისი დაძლევის გზების ძიება დაჩქარებული ტემპებით წარიმართება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი, მარგარეტ ჩანი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ორსულებისა და მათი შვილების ვირუსისგან დაცვაა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებსა და ექსპერტებს რამდენიმე თვე დასჭირდებათ იმისთვის, რომ ზიკას ვირუსსა და ბავშვების მიკროცეფალიას შორის კავშირი დაამტკიცონ ან უარყონ.

წყარო: www.bbc.com

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s