თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა და აქტივისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადება გააპროტესტეს.

“იცოდეთ, ჩვენი შვილის ხმა მნიშვნელოვანია”, “ჩვენ ბევრი ქრომოსომა გვაქვს, თქვენ ცოტა ხმა”, “ნუ დააკნინებ ჩემს მდგომარეობას, პატივი ეცი ჩემს პიროვნებას” – ეს და სხვა ლოზუნგები აქციის მონაწილეებმა გააჟღერეს და გოგი თოფაძეს პარლამენტის ტრიბუნიდან ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის, ანა არგანაშვილის თქმით, ბოდიში არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც თოფაძეს შეუძლია.

“მისი პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, როდესაც ჩვენ უარს ვიტყვით არჩევნებში მათთვის ხმის მიცემაზე. მე არ ვაპირებ ხმა მივცე იმას, ვინც უბრალოდ შეურაცხყოფს და ჩემს პიროვნებას არაფრად მიიჩნევს. როდესაც ასეთი უკმაყოფილება წარმოიშვება საზოგადოებაში, ერთადერთი რაციონალური აზრია, რომ ის აღარ განიხილო შენი გუნდის წევრად. თუ ამას ასე არ მიიჩნევ, მაშინ მთელი გუნდი დადგება საფრთხის ქვეშ. ყველაზე სერიოზული იარაღი, რაც გვაქვს, ეს არის საზოგადოების ხმა. ამაზე ძლიერი არანაირი მექანიზმი არ არსებობს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ასეთი პოლიტიკოსი არ გვინდა, ეს არის ძალიან ცხადი სიზმარი მისი გუნდისთვის და მისთვის”, – ამბობს არგანაშვილი.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის მშობელი, მარი კორკოტაძე “17”-თან საუბარში ამბობს, რომ მისი აქციაზე მოსვლის მიზეზი ერთგვარი პრევენციაა, რათა სხვა დროს მისი შვილის დიაგნოზი არ გამოიყენონ მსგავსი კონტექსტით.

“ჩემი მოთხოვნაა გოგიმ მოიხადოს ბოდიში იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც მან შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანებს თავისი დისკრიმინაციული გამონათქვამით. პარლამენტარი ის პიროვნებაა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მან აუცილებლად უნდა გაზომოს თითოეული სიტყვა და თუ ამას არ გააკეთებს, რაიმე სანქცია უნდა არსებობდეს მისთვის. იმ პარლამენტში, რომელმაც გაეროს შშმ პირთა კონვენციას ხელი მოაწერა, ასეთი სიტყვები არ უნდა გვესმოდეს”, – ამბობს კორკოტაძე.

აქტივისტმა, გოჩა გაბოძემ “17 მაისს” უთხრა, რომ დაუნის სინდრომი ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ნებისმიერი ადამიანის და ამ ნიშნით ადამიანების გამოყოფა სამარცხვინოა.

“21-ე საუკუნეში ადამიანებს ქრომოსომებს არ უნდა ვუთვლიდეთ. უკიდურესად აღშფოთებული ვარ გოგი თოფაძის განცხადებით. ვიტყოდი, რომ ეს განცხადება არა მხოლოდ დისკრიმინაციული იყო, იყო ფაშისტურიც. თოფაძემ უნდა მოიხადოს ბოდიში და თუ ის არ გამოხატავს ხალხის  ხმას და შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებს და მათ ოჯახის წევრებს, მან საკუთარი თანამდებობითაც და საკუთარი მანდატითაც უნდა აგონ პასუხი. უნდა ვისწავლოთ, როგორ ვისაუბროთ ისე, რომ სხვებს ტკივილი არ მივაყენოთ”, – ამბობს გაბოძე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა: “თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, შეგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოში”.

IMG_5500 IMG_5501 IMG_5504

IMG_5508 IMG_5510 IMG_5512

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

One Comment

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s