გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას დღეს პარლამენტის წინ გააპროტესტებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია თბილისში, 14:00 საათზე გაიმართება.

მანამდე კი ისინი განცხადებას ავრცელებენ და გოგი თოფაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

“აქამდეც არაერთ საჯარო პირს დაუშვია მსგავსი შეცდომა, როდესაც სიტყვა „დაუნი“ დამაკნინებელ კონტექსტში გამოუყენებია. აქამდეც არაერთხელ გამართულა ფართე მსჯელობა ამ თემაზე. თანამედროვე სამყაროში დაინტერესებული და შეგნებული ადამიანისთვის ინფორმაცია ადვილად მისაწვდომია იმის შესახებ, რომ ყოველ რვაას ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება. საზოგადოების განვითარებულობის ნიშანი ადამიანთა მრავალფეროვნების აღიარება და პატივისცემაა, ამის გაცნობიერება და გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივი ლოგიკურ-მათემატიკური უნარ-ჩვევის გამოყენება გჭირდებათ იმისათვის, რომ გააცნობიეროთ, თქვენ, პოლიტიკოსმა, ხელისუფლების წარმომადგენელმა, რა რაოდენობის მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს – თქვენს ამომრჩეველს, მიაყენეთ შეურაცხყოფა. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ერთი რიგითი ადამიანის ღირსების შელახვაზეც კი მოგეთხოვებათ პასუხი.

მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“.

მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ.

მოგიწოდებთ პოლიტიკურ მოღვაწეებს, საჯარო პირებს, გააცნობიეროთ თქვენი როლი, თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები, უფლება-მოვალეობები, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა გაკისრებთ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი „ჩვენი ბავშები“; შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელი „მოძრაობა ცვლილებებისთვის“; შშმ პირთა ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ (AEE); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). “მზის შვილები”, “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” და “საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” უერთდებიან.

 (C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s