ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცხედარი იმ ბინის მეპატრონემ იპოვა, რომელშიც ის ცხოვრობდა. იური ბახუტაშვილი “17 მაისთან” ამბობს, რომ ბიანკა მაშინ მოიკითხა, როცა ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის დრო მოვიდა.

“გუშინ საღამოს ვიპოვეთ.

ხანდახან მიდიოდა ხოლმე გურიაში, დედამისთან და ერთი კვირით რჩებოდა.

მე მოვიკითხე, როცა ელექტროენერგიის ქვითარი მოვიდა, გადასახდელი იყო. ჩემს მეუღლეს ვთხოვე და მან დარეკა მის დასთან, კითხა, გურიაში ხომ არ არისო. იმათ უთხრეს, არაო.

გუშინ ისევ დაურეკა მის დას ჩემმა მეუღლენ. იმან უთხრა, აბა ახლოს მიდით სახლთან და დაურეკეთ, ტელეფონის ხმა ხომ არ ისმისო. მივედით სახლთან და ტელეფონის ხმა გავიგეთ.

ამის შემდეგ დავურეკეთ პატრულს. მოვიდა პატრულიც და სახანძროც. ძაღლიც დაიღუპა, ეგერ ცელოფანშია.

გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ გაზის გაჟონვის გამოა, არ ვიცი არაფერი. მაშველი შიგნით რომ შევიდა, გაზის სუნი იგრძნო ცოტა”, – თქვა ბახუტაშვილმა.

ბიანკა შიგუროვას გარდაცვალების შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა.

2014 წლის 10 ნოემბერს, გვიან ღამით, როცა კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი მოკლეს, ბიანკას სცემეს.

ლევან კოჭლოშვილი, რომელსაც აღნიშნულ დანაშაულებში ბრალი დასდეს, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეში გამართლდა, ბიანკას ცემისთვის, ასევე საბის საცხოვრებელი სახლში ცეცხლის გაჩენისთვის კი ის სასჯელს იხდის. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

12516671_953591394689832_1505875162_o

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s