4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში სწორედ ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა სლოგანით – “ჩვენ შეგვიძლია…მე შემიძლია…”

კონფერენციაზე განიხილეს კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის პირველადი მონაცემების ანალიზი და დაავადების კონტროლის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული კიბოს კონტროლისა და საჭიროებების შეფასების მიმოხილვითი მისიის ანგარიში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უკვე ნერგავს კიბოს პოპულაციური რეგისტრის პროგრამას, რომელიც უფრო ზუსტ მონაცემებს იძლევა.

“კიბოს პოპულაციური რეგისტრი ქვეყანაში 2015 წლიდან დაინერგა დაავადებათა კონტროლის მიერ და ის იძლევა აღრიცხვიანობის უფრო მაღალ და ზუსტ მაჩვენებელს, რომელიც აქამდე გვქონდა. გვექნება პერსონალიზირებული ინფორმაცია, ვისაც ეს დაავადება გამოუვლინდება. რეგისტრი იძლევა საშუალებას, რომ თითოეული ადამიანს მივყვეთ მისი ცხოვრების განმავლობაში და დავითვალოთ 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს მექანიზმი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და მოხდეს მისი სრული მკურნალობა”.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, კიბო არ არის ფატალური დაავადება და თუ კი მას ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ და შესაბამისად ვუმკურნალებთ, მისგან სრულად განკურნება არის შესაძლებელი.

“კიბოს მსოფლიო დღის დევიზი არის “ჩვენ შეგვიძლია..მე შემიძლია…” ამ დევიზით გვინდა საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ კიბო არ არის ფატალური დაავადება და კიბოს დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, არის გარანტი იმისა, რომ ადამიანი სრულად განიკურნოს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ეროვნული მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ძუძუს კიბო ( მაჩვენებელი 100 000 ქალზე 52), მეორეზე – საშვილოსნოს ყელის კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 9); ხოლო, მომდევნო ადგილებზე კოლორექტარული, საკვერცხეების, კუჭის და საშვილოსნოს ტანის კიბო.

2014 წელს კაცთან ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ფილტვის კიბო (მაჩვენებელი 100 000 კაცზე 21,8), მეორე ადგილას პროსტატის კიბო (მაჩვენებელი 100 000 კაცზე 12,6), ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, კუჭის, ხორხის და შარდის ბუშტის კიბო.

კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც დაახლოებით 8,2 მილიონს შეადგენს წელიწადში, გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 2030 წლისთვის. კიბოს ახალი შემთხვევების ზრდის უმეტეს ნაწილს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ექნება ადგილი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა კვლავაც პრობლემად რჩება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s