დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კვირის განმავლობაში ვირუსით 10 000-მდე ადამიანი ავადდება. მისივე განმარტებით, ვირუსის გავრცელების სეზონი მთავრდება და მას ეპიდემიის პიკამდე არ მიუღწევია.

“სამწუხაროდ იყო რამდენიმე ფატალური შედეგი, რომლის ძირითადი მიზეზი იყო გვიანი მიმართვა და თანმხლები დაავადებები“, – განმარტა იმნაძემ.

​იმნაძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით 2016 წელი სიმძიმით არ გამოირჩევა და ფატალური შემთხვევების მაჩვენებელიც უფრო დაბალია.

“2009-2010წლის სეზონზე გარდაცვლილი იყო 33 ადამიანი. 2011-2013 წლის სეზონზე გარდაცვლილი იყო 53 ადამიანი. შემდეგ წლებში ეს იყო 20-ზე მეტი. შარშან გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე იყო. ყველაფერი ეს დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბზე”, – ამბობს იმნაძე.

​მისივე თქმით, H1N1 ვირუსი ბავშვებშიც დაფიქსირდა, თუმცა ექიმთან დროული მიმართვის გამო ბავშვებში ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ გრიპის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში H1N1 ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, H1N1 ვირუსი არაფრით განსხვავდება სეზონური გრიპის სიმპტომებისგან. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, ცემინება. ინფექცია ფილტვების მწვავე ანთებით რთულდება. დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლაბორატორიული კვლევით. H1N1 ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნებიინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კონტაქტში იყო დასნებოვნებულისთვალთან, ცხვირთან ან პირთან. ვირუსი არ ვრცელდება საკვებით, მათ შორის, ღორის ხორცით ან სხვა პროდუქტით მომზადებული საკვებიდან, რომელიც თერმულად არის დამუშავებული (შემწვარი ან მოხარშული). ვირუსი კვდება 75-100 C° ტემპერატურაზე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s