“ტერმინი დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად. დაუნის სინდრომი  არ არის დაავადება, ის არის გენეტიკური ცვლილება, რომელიც წარმოშობს სხვადასხვა სახის მახასიათებლებს”, – ასე საქართველოს სახალხო დამცველი გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის უარყოფით კონტექსტში გამოყენებას ეხმაურება.

უჩა ნანუაშვილი პოლიტიკოსების  და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მხრიდან სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო ამყარებს არსებულ სტერეოტიპებს და ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას შშმ ადამიანების მიმართ.

“საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი. ბევრი მათგანი იზოლირებული და გარიყულია სოციუმიდან, რის გამოც ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს.

ნებისმიერი პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება უნდა ემსახურებოდეს პოზიტიური განწყობის შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მათი უფლებების უზრუნველყოფას და სათანადოდ დაცვას. ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან. უფრო მეტიც, ყოველმხრივ უზრუნველყონ მათი უფლებების თანაბარი დაცვა და საქმიანობის გააქტიურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s