საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი მათი ინიციატივა არ ყოფილა.

“სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებშიც ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა,“ რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, კანონპროექტთან, ასევე რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებზე, ინტერრრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა სამშაბათს, 9 თებერვალს გაიმართება.

ცნობისთვის, 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s