გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორედ იყო აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ “დრო მშვიდობა”-ში სათაურით “ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ” იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი. აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო. ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ.”

ასე განმარტა დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავისი განცხადება. 3 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s