ტრანს აქტივისტი, 15 წლის ჯაზ ჯენინგსი საჯაროდ საუბრობს იმის სირთულეების შესახებ, რასაც ტრანსგენდერები პაემნებზე სიარულისას აწყდებიან.

მან ამის შესახებ ოპრა ვინფრისთან გადაცემაში ისაუბრა. იგი აღნიშნავს, რომ ბიჭები მას ისეთს არ იღებენ, როგორიც არის.

“მე დინებას მივყვები და შემდგომ ვხედავ, რაც ხდება. ხშირად ხდება, რომ ბიჭებს მოვწონვარ და მეც მომწონს ისინი. მაგრამ მათი უმრავლესობა არ მიღებენ, რადგან ტრანსგენდერი ვარ. ამის გამო, სკოლაში ბევრი ბიჭი ჩემთან ურთიერთობას ერიდება, რადგან ჰგონიათ, თუ ჩემთან ერთად იქნებიან, მეგობრები მათ გეის დაუძახებენ, რადგან მას ბიჭი მოეწონა. ისინი გოგოდ არ აღმიქვამენ”, – აღნიშნა მან გადაცემაში საუბრისას.

ჯენინგს ექიმებმა 5 წლის ასაკში გენდერული დისფორიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ბიოლოგიური სქესი და გენდერი ერთმანეთს არ ემთხვევა. სწორედ ამ დიაგნოზის შემდეგ ჯენინგსმა ტრანზიცია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მისი ოპრასთან ინტერვიუ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი თავისი პაემნების შესახებ საჯაროდ საუბრობს.

TLC-ის ეთერში იგი მის მიმართ თანატოლი ბიჭების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

“წარსულში ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბიჭებთან. მაგრამ ერთხელ ნამდვილად კარგ ბიჭს მოვეწონე და მეც, რა თქმა უნდა, მომეწონა. მაგრამ როდესაც მან გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალი ვიყავი, არ მიმიღო და “ქალი პენისით” შემარქვა. ტრანსგენდერობის გამო ბიჭებს აღარ მოვწონვარ. მეგობრები ყოველთვის მეუბნებიან, რომ მე უნდა ვიყო ის, ვინც ვარ. მაგრამ ეს ადვილი სულაც არაა. ბიჭები ჩემს მეგობრებს ესალმებიან, ეხუტებიან, მე კი არაფრად მაგდებენ. ამ დროს თავს უარყოფილად ვგრძნობ და ხანდახან, ეს ძალიან მტკივნეულია”, – აღნიშნავს ჯენინგსი.

ოპრა ვინფრისთან ინტერვიუში ჯაზ ჯენინგსი აღნიშნავს, რომ იგი აუცილებლად მოიკრებს ძალას და უფრო თავდაჯერებული გახდება.

წყარო: www.pinknews.co.uk

(C) ’17’ის მასალების გამოყენების პირობები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s