იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა. წულუკიანმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს პირადად მოუხადა ბოდიში და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ცალსახად მიუღებელია.

“მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო ალბათ უფრო გაუაზრებელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს განცხადება სცდება ყველანაირი დასაშვებობის ჩარჩოს და არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება ანუ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს და მათ მშობლებს პირადად მე ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო ვართ და ის მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის ცალსახად მიუღებელი”, – აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, 3 თებერვალს საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის მიმართ ტერმინი “დაუნი” ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s