საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ, ადამიანის უფლებების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ამნესთი ინთერნეიშენალი გამოეხმაურა და აღნიშნულ საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას და იგი საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

იქვე ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ უკვე დამტკიცებული კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რელიგიური საკითხების განხილვაზე, არამედ აქტუალური პოლიტიკური და სოციალური თემების განხილვაზეც, მათ შორის ლგბტი, ქალთა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე.

“რელიგიის დაცვა საჯარო კრიტიკისაგან არა მხოლოდ ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, არამედ შესაძლოა გააძლიეროს დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების წევრების მიმართ დისკრიმინაცია და შევიწროება.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში რელიგიის დაცვის მოტივით მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრების მიერ ადგილი ჰქონდა საზოგადოების წევრების, განსაკუთრებით, ლგბტი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტების ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თავდასხმებს, შესაძლოა რელიგიის სახელით ჩადენილ დანაშაულებებზე მოხდეს თვალის დახუჭვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამნესთი ინთერნეიშენალი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაამტკიცოს აღნიშნული კანონპროექტი და გადადგას ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ საზოგადოების ყველა წევრის უფლებები თანაბრად იყოს დაცული.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. რომლის მიხედვითაც რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s