გურამ მურადოვი: “მე, ჩემი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას ყოველ დღე. კარგად მახსოვს ამ ფოტოს გადაღების დღე, მე და იანამ ბიანკას სახლში მივაკითხეთ ტაქსით, ბუხაიძის ქუჩაზე. მაშინ იქ ცხოვრობდა. იტალიური ეზოს ერთ-ერთ პატარა ოთახში, სხვა ოთხ ადამიანთან ერთად. როცა ჭიშკრიდან ფეხი გადმოდგა და ჩვენკენ წამოვიდა, იქვე “სვეცკად” მისი ორი მეზობელი ბებო იჯდა. არასდროს დამავიწყდება მათი რეაქცია, როცა ბიანკა დაინახეს. ყველანაირი ქალობა და ადამიანობა დაივიწყეს და კივილ-წივილით გამოაცილეს ტაქსამდე. 30 წამში სანამ ბიანკა მანქანაში ჩაჯდა, მიწაში ბევრჯერ ჩადეს, ამოიღეს, შეაფურთხეს და ისევ ჩადეს. შეიძლება სექსისტურად ჟღერდეს, მაგრამ ქალმა რომ არ უნდა იკადროს, ისეთ სიტყვებს ისროდნენ მისი მისამართით. მე ძალიან გამიკვირდა, ავნერვიულდი. კანკალიც კი ამიტყდა და ხელები გამიცივდა, როცა ბიანკას სახეს შევხედე იმ მომენტში. შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და თან მე და იანას გვიყურებდა გაფართოებული თვალებით“.
12662012_205744966446742_1786843223837816045_n

გურამ მურადოვის ფოტო

 

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s