“იდენტობას” გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “იდენტობა” აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და მიმდინარე პროცესები ორგანიზაციის ბენეფიციარებსა და დაგეგმილ აქტივობებზე გავლენას არ იქონიებს.

“იდენტობა” განმარტავს, რომ ირაკლი ვაჭარაძე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2016 წლის 18 იანვრიდან აღარ იკავებს და მას ახალი დროებითი მენეჯმენტი მართავს.

“ირაკლი ვაჭარაძე 2016 წლის 18 იანვრიდან აღარ არის “იდენტობას” აღმასრულებელი დირექტორი, შესაბამისად ის არ ხელმძღვანელობს ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობას და არ არის ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

ორგანიზაციის ყოფილი მენეჯმენტის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ, “იდენტობას” ახალმა დროებითმა მენეჯმენტმა გამოაცხადა ტენდერი “იდენტობას” 2015 წლის საქმიანობის სრული ფინანსური და ორგანიზაციული აუდიტის ჩასატარებლად. აუდიტის შედეგების მიმართ სრული ნდობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციამ მოიწვია საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, მათ შორის ე.წ. დიდი ოთხეულის წარმომადგენლები საქართველოში. ორგანიზაციის აუდიტის შედეგები ყველა დონორს მიეწოდება. ასევე “იდენტობას” 2015 წლის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, აუდიტის დასვკნა გასაჯაროვდება. ტენდერის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის 8 თებერვალი.

ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით “იდენტობა” მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

“იდენტობა” გმობს ტრანსგენდერი აქტივისტის, ბიანკა შიგუროვას გარდაცვალების ფაქტით სპეკულირების ნებისმიერ მცდელობას და მოუწოდებს ყველა პირს, პატივი სცეს გარდაცვლილის ღირსებას.

“იდენტობა” განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში სრულყოფილ მუშაობას, შესაბამისად ორგანიზაციის გარშემო შექმნილი ვითარება არ იმოქმედებს “იდენტობას” ბენეფიციარებზე, სასამართლო პროცესებსა და ორგანიზაციაში დაგეგმილ აქტივობებზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s