17 თებერვალს გურჯაანში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრი გაიხსნება, რომლის იდეა ორგანიზაციას “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” ეკუთვნის. ის იმ ადამიანებს მოემსახურება, რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.  ცენტრი ამ ეტაპზე ორი ადამიანის მიღებას შეძლებს.

“ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები, რა მექანიზმები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. ასევე, მიიღონ იურისტის და სოციალური მუშაკის კონსულტაცია”, – ამბობს ნატო შავლაყაძე, “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” თავმჯდომარე.

მისივე თქმით, კრიზისული ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ძალადობის მსხვერპლთათვის მხოლოდ თავშესაფრები არსებობს. აქ მოხვედრა მსხვერპლის სტატუსით ან შემაკავებელი ორდერის არსებობის შემთხვევაში არის შესაძლებელი, ამის მიღებას კი რამდენიმე დღე სჭირდება.

“ჩვენს ქსელს თბილისში აქვს 10 ადგილიანი თავშესაფარი, ასევე ახალციხეში – 8 ადგილიანი. ეს, მერწმუნეთ, საკმარისი არ არის. სახელმწიფო თავშესაფრებშიც, დღევანდელი მონაცემებით, ადგილები არ არის.

თუ არ ჩავთვლით ახალციხეს, რეგიონებში მსხვერპლთა დახმარების არანაირი საშუალება არ არის. შესაძლებლობები ძალიან მწირია. ამიტომ, რეგიონების განვითარება ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვფიქრობ, ის სავალალო შედეგები, რაც რამდენიმე რეგიონში მივიღეთ, როცა რამდენიმე ქალი დაიღუპა, არ მოხდებოდა, ამ ქალებს ვინმესთვის მიმართვის საშუალება რომ ჰქონოდათ”, – თქვა შავლაყაძემ.

კრიზისული ცენტრების გახსნის უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებითაც ექნებათ, რომლებიც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” სპეციალურ კანონებში შედის.

კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ, მეორე მოსმენით მიიღო.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, “მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილი იქნება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვროს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ხელშემწყობი პროგრამები (პროექტები) და აღნიშნულ სფეროში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მონაწილეობის ფორმები”.

“ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” იურისტი, გია გოგიბერიძე განმარტავს, თუ რა იგულისხმება პრევენციულ ღონისძიებებში და როგორ გააგრძელებენ თვითმმართველი ორგანოები ამ მიმართულებით მუშაობას.

“პრევენციულ ღონისძიებებში იგულისხმება საგანმანათლებლო კამპანიები. ასევე, ადგილზე მუშაობა რისკ-ჯგუფებთან, რომლებიც მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენენ. ასევე, ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისების თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობას ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვს მოსახლეობათან, მათ უფრო კარგად იციან მოსახლეობის მდგომარეობა და ამიტომ, მათ უფრო ხელეწიფებათ, მნიშვნელოვანი როლი შეიტანონ ოჯახში ძალადობის პრევენციაში. პრევენცია არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა შემდგომი მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული.

კანონპროექტის მიზანია, თვითმმართველობამ თავად შეაფასოს და განსაზღვროს საჭიროებები. ზოგ რეგიონში შესაძლოა კრიზისული ცენტრის გახსნა იყოს აუცილებელი, სხვაგან პრევენციული მუშაობა რისკ-ჯგუფებთან და ა.შ და შემდეგ ინდივიდუალურად განსაზღვროს გეგმა”.

გია გოგიბეძის თქმით, მათი ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგნლებთან აქტიურად თანამშრომლობდა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

(c) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s