სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოძიება დაწყებულია.

“ჩვენ დავაკვირდებით გამოძიებას. მოგეხსენებათ, გამოძიება არის დაწყებული თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შესაბამისად, უახლოეს დღეებში გვეცოდინება უფრო მეტი. ჩვენთვის ამ ფაქტის გამოძიებაზე დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდეს საზოგადოებაში – ხომ არ უკავშირდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოხატულებას ეს კონკრეტული ფაქტი”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა.

ბიანკა შიგუროვას გარდაცვალების მიზეზად, ამ ეტაპზე, გაზის გაჟონვა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ხოლო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s