სააქციო საზოგადოება “მინას” მუშები 30%-იანი ხელფასის მატებას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას და პროფკავშირისთვის საოფისე ფართის გამოყოფას ითხოვენ. ამ მოთხოვნებით, 5 თებერვალს ქსნის მინის ტარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე 140-მდე მუშა იღებდა მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს 24 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილებს, მუშები გაფიცვასა და აქციებს გააგრძელებენ.

საწარმოს ერთ-ერთი მუშა თემურ სურამელაშვილი გამოცემა „17 მაისთან“ საუბარში განმარტავს, რომ პერსონალი საწარმოს ადმინისტრაციას 2016 წლის 28 იანვარს შეხვდა, თუმცა ადმინისტრაციამ მათი არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“ჩვენ ვითხოვდით ხელფასის მომატებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ ხელფასის მატების პროცენტს ვერ გვეტყოდა. ასევე უარი გვითხრეს ხელშეკრულებებზეც, რადგან გვითხრეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებას თურქეთიდან ნებართვა სჭირდებოდა. გვითხრეს, არ გადმოგცემთო ფართს დროებითი სარგებლობისათვის. ამის მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ჩვენს შორის ხიდები ჩაწყდა, უნდობლობაა. გაგვაფრთხილეს, ჯერ სამსახურებს გაუფრთხილდით და შემდეგ მოითხოვეთ ეს ყველაფერიო”, -ამბობს სურამელაშვილი.

მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის წევრი თამაზ დოლარიძე აცხადებს, რომ 2015 წელს პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა, თუმცა მუშების ხელფასები არ გაზრდილა.

“იმის შემდეგ რაც პროდუქციის მატება გაიზარდა, მათი შრომის ნაყოფიერება გაზრდილია 48%-ით, რაც ხელფასების მატებას მოითხოვს 30%-ით. ერთი და იმავე დასაქმებული ადამიანების ხარჯზე კომპანია უშვებს ორმაგ პროდუქციას“, -ამბობს დოლარიძე.

საწარმოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მარინა ზუბაშვილი განმარტავს, რომ ადმინისტრაცია მზად არის დიალოგისთვის, თუმცა გაფიცულები შეხვედრაზე უარს ამბობენ.

“ჩვენ ვართ დიალოგისთვის მზად, მაგრამ გაფიცულების ჯგუფი არ იჩენს ინიციატივას, რომ დიალოგში შემოვიდეს. ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს ყველა საკითხი და სთავაზობს გარკვეულ სისტემას ხელფასების ზრდის”, – ამბობს ზუბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საწარმოს მუშებმა “თბილისის სოლიდარობის ქსელის” მხარდაჭერით აქცია 2015 წლის 20 ნოემბერსაც გამართა. მაშინაც, მუშები ხელფასის 30 %-ით გაზრდას ითხოვდნენ.

​ფოტო: თამაზ დოლაბერიძე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s