მკვლელობა მოხდა გვიან ღამით კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე. 31 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ შელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი, 40 წლის კაცი კი მიიმალა. ის სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს.

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის ფაქტს გარდაცვლილის მამიდა შეესწრო, რომელიც პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

შსს-ს მიერ 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ოჯახში ძალადობის 867 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გახსნილია 668 შემთხვევა. აღნიშნულმა დანაშაულმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 88.07%-ით მოიმატა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s