ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი” საჯარო დისკუსია გამართა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. სადაც განიხილეს დღესდღეობით არსებული მდგომარეობა, პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები. როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, გირჩი მხარს უჭერს, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს პროფესიული არმია, თანამედროვე თავდაცვის სისტემები და რეზერვი.

ზურა ჯაფარიძე თავდაცვის სფეროში ფინანსების არასაკმარისობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს, რაც ქვეყნის თავდაცვისთვის საკმარისი საერთოდ არ არის.

“ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” პოზიცია არის ის , რომ უნდა გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. ჩვენ ინიციატივა გვაქვს შეტანილი საქართველოს პარლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ არსებული სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ ის არ ემსახურება თავდაცვის უნარიანობას, ის გადაიქცა გაჭირვებული ოჯახებიდან ფულის გამოძალვისა და კორუფციის მექანიზმად. სწორედ ამიტომ, ეს სისტემა არის გასაუქმებელი და სხვა ტიპის სისტემა არის დასანერგი, რომელსაც დასჭირდება წლები, ბევრი ფინანსები, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავდაცვა არის ის საკითხი, რაზეც ჩვენმა სახელმწიფომ ბევრი ფული უნდა დახარჯოს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი დაახლოებით უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%. გარდა ამისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატოს წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბოლომდე სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ამ საკითხს არ ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეხვედრისას თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ გააუქმებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული პირობები და შეთავაზებები აქვს.

პირველ რიგში, ჯარში გაწვეულმა ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ სრული საწვრთნელი კურსი, 1 წლიანი ვადა განახევრდეს და გახდეს 6 თვე და მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდას არ შეექმნას დასაქმების პრობლემა.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s