ზაქარია ქუცნაშვილი: “მე არ ვუჭერ მხარს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას. შესაბამისად, ჩემს არც იურიდიულ, არც მოქალაქეობრივ, არც სახელმწიფოებრივ პოზიციაში ეს მიდგომა არ ზის. თანამედროვე სამყარო არ შეიძლება იყოს ერთფეროვანი. თანამედროვე სამყარო არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთი ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ. ამას გვეუბნებიან ჩვენი ევროპელი მეგობრებიც. ამიტომ, ევროსკეპტიკოსების წისქვილზე ნუ დავასხამთ წყალს იმიტომ, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არ მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების სავალდებულობას. ამიტომაც, ყველას უფლებას პატივს ვცემთ. ჩვენ სპეციალურად მივიღეთ მათი უფლებების პატივსაცემად დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ სპეციალური კანონი, რის გამოც საზოგადოებამ გაგვაკრიტიკა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯოხი გადავღუნოთ და გადავიდეთ მეორე რეჟიმში, როცა ლეგალიზებას მოვახდენთ ამ ურთიერთობების. პირად ცხოვრებაში არავინ არ ერევა, პოლიტიკური უფლებები ყველას აქვს. აქედან გამომდინარე, იცხოვრონ, როგორც მათ მოესურვებათ”. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ქორწინების თანასწორობის შესახებ. 8 თებერვალი. 2016.

შენიშვნა: “ერთსქესიანთა ქორწინება”, როგორც თანასწორი ქორწინების უფლების აღმნიშვნელი ტერმინი არ არის სწორი, ვინაიდან ერთსქესიანი ქორწინება თავის თავში გულისხმობს როგორც ჰეტეროსექსუალ, ასევე ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინებას, რამდენადაც, ადამიანებს ერთი სქესი გააჩნიათ (ინტერსექსი ადამიანების გარდა). ამ ტერმინის ნაცვლად, თანასწორი ქორწინების უფლების აღსანიშნავად, გამოიყენება ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, ან ლგბტ ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ “17”-ის ჟურნალისტმა ზაქარია ქუცნაშვილს ტერმინი ერთსქესიანთა ქორწინება განუმარტა, მან მაინც ერთსქესიანთა ქორწინება გამოიყენა, როგორც თანასწორი ქორწინების აღმნიშვნელი.

იხ. აუდიო

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s