საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი მისაღები არ არის. ქუცნაშვილმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რელიგიური გრძნობების შესახებ კანონთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია სწორია.

“ეკლესია ვერ იქნება ვერავის დასჯის მომხრე, მათ შორის მისი შეურაცხყოფის დროს. ქრისტიანულ მორალს ეს ეწინააღმდეგება, რომ თუნდაც შეურაცხყოფისთვის მოითხოვო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი ბერკეტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს კოლეგას, ბატონ სოსოს, რომ გაზიარებულ იქნას ის მიდგომა, რაც დღეს არის. ანუ, უნივერსალური მიდგომა, რომ ყველას პატივი და ღირსება ერთნაირი სამართლებრივი რეჟიმით არის დაცული”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი მათი ინიციატივა არ ყოფილა.

“სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებშიც ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის “ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა”, რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

კანონპროექტი სოსო ჯაჭვლიანის მიერაა ინიცირებული, რომლის მიხედვითაც “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას ისახავს, დასჯადი უნდა გახდეს”. ხოლო, 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Posted by თამრი სხულუხია

"17 მაისის" ჟურნალისტი 2014 წლიდან

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s