ამ წუთებში ქსანში “ბოთლების აქცია” მიმდინარეობს. აქციას სააქციო საზოგადოება “მინას” მუშები მართავენ და მოითხოვენ, რომ მათი სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს: გაიზარდოს ხელფასები 30%-ით, კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდეს და საოფისე ფართი გადაეცეთ.

“ბოთლების აქციას” პროფკავშირის და ქალთა ორგანიზაციის წევრები შეუერთდნენ.

გამოცემა “17 მაისთან” საუბარში აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თემურ სურამელაშვილი აცხადებს, რომ ისინი პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

“გაფიცულები შემართებით არიან. მტკიცედ ელოდებიან მოთხოვნების შესრულებას. გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახებითაც დავდგეთ აქ”, – აცხადებს სურამელაშვილი.

ცნობისთვის, 5 თებერვალს ქსნის მინის ტარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე 140-მდე მუშა იღებდა მონაწილეობას.

საწარმოს მუშებმა “თბილისის სოლიდარობის ქსელის” მხარდაჭერით აქცია 2015 წლის 20 ნოემბერსაც გამართა. მაშინაც, მუშები ხელფასის 30 %-ით გაზრდას ითხოვდნენ.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s