გია ვოლსკი: “ბოლო პერიოდში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება უნდა მოხდეს, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ერთობას. ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში გადატანილ იქნას საკონსტიტუციო ნორმად. თქვენ იცით, რომ ამის თაობაზე ჩვენ შარშან დავიწყეთ საუბარი. არ არის საკითხების გამწვავება საჭირო, იმ ეტაპზე, როდესაც საქართველოში არსებობს შესაბამისი კანონები. დაცულია განსხვავებული, ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენლები.

არსებობს ქვეყნები, სადაც არსებობს არა ერთსქესიანთა ქორწინება, არამედ რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და ამისგან არავინ არ ქმნის დაძაბულობას, მაგრამ პატარა საქართველო, რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს წინ, ვალდებულია, რომ იფიქროს იმ ტრადიციაზე, რაც გააჩნია და რითიც დღემდე მოვიდა ერთიანი საქართველო. იმ ურთიერთობებზე რაც გაგვაჩნია ტოლერანტობაზე, რაც გაგვაჩნია ნებისმიერი სახის უმცირესობასთან, ეროვნულ უმცირესობასთან არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, რადგან ეს გაცილებით უფრო სხვა კატეგორიაა. მე ამ შემთხვევაში, სიტყვა უმცირესობაც არ მომწონს, იმიტომ, რომ არიან საქართველოს მოქალაქეები.

ამის მიღმა ვითარდება რაღაც პროცესები, რომლიდანაც ვიღაცამ დაიწყო პოლიტიკური სარგებლის გამოწურვა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე მზად გვაქვს ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. გუშინ, გვიანობამდე რაღაც დეტალებს ვამუშავებდით, გარკვეული კონსულტაციებიც მიმდინარეობს კოალიციაში და ეს საკითხი არსებობს. ყველას ვთხოვ, რომ თავის შეიკავონ ზედმეტი რადიკალიზმისგან, განცხადებებისაგან და სიტუაციის გამწვავებისგან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს უნდა რომ ამ აგრესიულ ტალღაზე გამოჩნდეს პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე.

ვფიქრობთ, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანების ხელშია კანონპროექტი და ვფიქრობ, რომ დღეს თუ ხვალ იგი ნახავს დღის სინათლეს.

კონსტიტუციაში მეუღლეები არის აღნიშნული, მაგრამ ამ აღნიშვნასთან ერთად მითითებულია ქალისა და ბავშვის უფლებები. ეს ნორმა უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ და არა რაღაც ახალი შემოვიტანოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია გააჩნია, გარკვეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოვიდა პოზიციით, რომ ის ტრადიცია, ის კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობა იქნება ამოსავალი წერტილი ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და სწორია ეს თემა”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების შესახებ. 9 თებერვალი, 2016.

შენიშვნა: “ერთსქესიანთა ქორწინება”, როგორც თანასწორი ქორწინების უფლების აღმნიშვნელი ტერმინი არ არის სწორი, ვინაიდან ერთსქესიანი ქორწინება თავის თავში გულისხმობს როგორც ჰეტეროსექსუალ, ასევე ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინებას, რამდენადაც, ადამიანებს ერთი სქესი გააჩნიათ (ინტერსექსი ადამიანების გარდა). ამ ტერმინის ნაცვლად, თანასწორი ქორწინების უფლების აღსანიშნავად, გამოიყენება ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, ან ლგბტ ქორწინება.

(C) ’17 მაისის’ მასალების გამოყენების პირობები იხილეთ აქ

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s