2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეთა 8517 მიმართვა შევიდა. თავად ომბუდსმენმა კი სხვადასხვა უწყებას და კერძო პირებს 80 წინადადება და რეკომენდაცია გაუგზავნა, მათგან 5 კერძო პირებზე “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში გაიცა – საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში შეაჯამა.

ომბუდსმენის თქმით, აპარატის მიერ გაგზავნილი 80 რეკომენდაციიდან 40 შესრულდა, 14 – ნაწილობრივ შესრულდა, პასუხი კი 26 რეკომენდაციაზე არ მოვიდა.

სახალხო დამცველის აპარატმა გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ 5 რეკომენდაცია გასცა, სოციალური უფლებების შესახებ – 4, საცხოვრებლის გამოყოფაზე – 2, შშმ პირთა უფლებების შესახებ – 3 რეკომენდაცია.

ომბუდსმენის ცნობით, რეკომენდაციების ყველაზე მეტი რაოდენობა პროკურატურაში გაიგზავნა – საგამოძიებო უწყებას 22 მიმართვა გაუგზავნეს. ყველა შემთხვევაში სახალხო დამცველი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, 2015 წელს პროკურატურის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციით დაწყებული გამოძიების ეფექტურობა მნიშვნელოვნად დაბალია.

აპარატისვე განცხადებით, ომბუდსმენის რეკომენდაციები ასევე არ შეასრულეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა და ახმეტის მუნიციპალიტეტმა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s